კომპანია “ჰიგიენ სერვისის” შესახებ!

კომპანია “ჰიგიენ სერვისის” შესახებ!

კომპანია „ჰიგიენ სერვისი“ 2015 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის მთავარ სფეროს წარმოადგენს კომერციული და არაკომერციული შენობა-ნაგებობების დალაგება-დასუფთავება.
შესაბამისი სპეცტექნიკისა და სპეცინვენტარის საშუალებით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ კლიენტებმა უმაღლესი ხარისხის სერვისი მიიღონ.

ჩვენი მომსახურებები მოიცავს:

  •  კომერციული ფართებისა და ოფისების დასუფთავება
  •  ბინებისა და აგარაკების დასუფთავება
  •  რემონტის შემდგომი დალაგება
  •  შენობა-ნაგებობების ფასადების წმენდა
  •  ავეჯისა და ხალიჩების რეცხვა
  •  დალაგება-დასუფთავების ინდივიდუალური მომსახურებები
კომპანია „ჰიგიენ სერვისი“ ემსახურება სავაჭრო ცენტრებს (ისანი მოლი, სითი მოლი-საბურთალო, სითი მოლი-გლდანი), წარმოებებს (აგროჰაბი, მზერო), სუპერმარკეტებს, რესტორნებსა და ოფისებს!
განხორციელებული გვაქვს ისეთი მასშტაბური პროექტები როგორიც არის კონცერტებისა და ივენთების მომსახურება შეკვეთილის საკონცერტო არენაზე (Black Sea Arena- ზე კრისტინა აგილერას, ვანესა მეისა და როკ ჯგუფი სკორპიონსის კონცერტები), საერთაშორისო ბრენდების Marriot Autograph , KFC , McDonald’s , Domino’s Pizza -ს რემონტის შემდგომი გენერალური დასუფთავება და ფასადების რეცხვა.
ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მზარდ განვითარებაზე. სერვისების დახვეწისა და სრულყოფის მიზნით ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ საკუთარი გუნდის პროფესიული უნარჩვევების ზრდაზე!
Georgian