resizedigdevelopmeent

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია

▪ "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია"- ს სავაჭრო ცენტრ "სითი მოლი გლდანი"-ს მომსახურებას უწევს დასუფთავების კომპანია შპს " ჰიგიენ სერვისი". ✅ კომპანიის მოვალეობებში შედის სავაჭრო ცენტრის შენობის , მისი მიმდებარე ტარიტორიის, პარკინგის ყოველდღიური მოვლა-დასუფთავება, ფასადების გარეცხვა-გაწმენდა, სახარჯი მასალების მიწოდება-კონტროლი, ღონისძიებების მომსახურება. ▪ დაზიანებათა ნაწილობრივ აღდგენის მიზნით ჩატარებული აქვს ისეთი სახის სამუშაოები როგორიც არის ბეტონისა და ლინოლიუმის გრუნტირება და ემულსირება. ▪ თანამშრომლობის მთელი პერიოდის მანძილზე კმაყოფილნი ვართ შპს "ჰიგიენ სერვისი" - ს მიერ გაწეული მომსახურებით, რაზედაც ვაძლევთ დადებით რეკომენდაციას. " ✅ შპს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია" - ს დირექტორი: ლევან მესხელი
resized galeria

გალერია თბილისი

▪" სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისს" მოვლა/დასუფთავების მომსახურებას უწევს დასუფთავების კომპანია შპს " ჰიგიენ სერვისი". ✅ კომპანიის მოვალეობებში შედის სავაჭრო ცენტრის შენობის , მისი მიმდებარე ტარიტორიის, ავტოსადგომის ყოველდღიური მოვლა-დასუფთავება, ფასადის გარეცხვა-გაწმენდა, სახარჯი მასალების მიწოდება-კონტროლი, ღონისძიებების მომსახურება. ▪ თანამშრომლობის მთელი პერიოდის განმავლობაში კმაყოფილნი ვართ შპს "ჰიგიენ სერვისი" - ს მიერ გაწეული მომსახურებით, რაზეც ვუწევთ დადებით რეკომენდაციას. " ✅ შპს "გალერია თბილისის" - ს დირექტორი: ნიკოლოზ ცინცაძე
აგროჰაბიresized

აგროჰაბი

🔹 შპს "აგროჰაბს" მოვლა/დასუფთავების მომსახურებას უწევს შპს "ჰიგიენ სერვისი". ☑ " კომპანიის საქმიანობაში შედის ყოველდღიური დასუფთავება, ყოველკვირეული გენერალური რეცხვა-დეზინფექცია, ნარჩენებისა და ნაგვის გატანა, ტარის, ინვენტარის და ობიექტების ფასადების რეცხვა. 🔹 ჩვენი თანამშრომლობის პერიოდის განმავლობაში კმაყოფილნი ვართ კომპანიის მომსახურებითა და გაწეული სერვისით, რაზედაც ვაძლევთ დადებით რეკომენდაციას." ☑ შპს "აგროჰაბი"-ს დირექტორი: გიორგი ჯაშიაშვილი
iusticia resized

იუსტიციის სახლი

▪ სსიპ "იუსტიციის სახლს" დასუფთავებისა და სანიტარული ღონისძიებების მომსახურება გაუწია შპს "ჰიგიენ სერვისმა". ✅ " შპს ჰიგიენ სერვისი" -ს მიერ გაწეული მომსახურება შესაბამისობაშია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სამუშაო შესრულებულ იქნა სრულად ხარისხიანად და ხელშეკრულების პირობების დაცვით". ✅ სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: ავთანდილ კოხრეიძე.
isanimoli resized

ისანი მოლი

▪ ისანი მოლის მენეჯმენტ კომპანია შპს "ქროსი 2" - ს დასუფთავების მომსახურებას უწევს შპს " ჰიგიენ სერვისი". "შპს "ქროსი 2" 2015 წლიდან თანამშრომლობს დასუფთავების კომპანია "ჰიგიენ სერვისთან", რომელიც კეთილსინდისიერად, დროულად და ხარისხიანად ასრულებს კონტრაქტით დაკისრებულ ვალდებულებებს და არის თავისი საქმის პროფესიონალი. რეკომენდაცია ეძლევა დანიშნულებისამებრ წარსადგენად." შპს "ქროსი 2" ფინანსური დირექტორი: ნ. ღლონტი
თბილისის სატრანსპორტო კომპანია

თბილისის სატრანსპორტო კომპანია

✅ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დასუფთავების მომსახურებას უწევს შპს " ჰიგიენ სერვისი". 👉 "შპს "ჰიგიენ სერვისი"გამარჯვებულად გამოვლინდა 2018 წლის 13 დეკემბერს გამოცხადებულ ვაგონების გენერალური და მიმდინარე დასუფთავების ელექტრონულ ტენდერში (აუქციონის გარეშე). 🔹 დღევანდელი მდგომარეობით შპს „ჰიგიენ სერვისი“ კვალიფიციურად და ხარისხიანად ახორციელებს აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. ☑ რეკომენდაცია ეძლევა საჭიროებისამებრ წარსადგენად“ 🔹 თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი: გიორგი შარკოვი
Georgian